თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირისა და სიხარულიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, ქერჩის, აკაკი ვასაძისა და გობრონიძის ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.