თბილისის სამ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:52, 11.06.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჯიქიასა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, მუხიანის II და III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდება. კერძოდ ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანისა და ლომთათიძის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი