თბილისის სამ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 
თბილისის სამ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩა № 16-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასევე 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ბაგები, კორპუსი № 3, III სადარბაზოში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან, ეტაპობრივად.

„11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის № 83-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის I სადარბაზოში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩა № 27-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან ეტაპობრივად.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა № 14-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა № 59-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 12:00 საათიდან ეტაპობრივად.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.