თბილისის საკრებულოში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
თბილისის საკრებულოში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პურთა უფლებების დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენაზე თბილისის სოციალურ საწარმოებში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და რვა სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლა-პანსიონის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.

ღონისძიება მუსიკალურად პარაორკესტრმა გააფორმა.

ექსპოზიციის მიზანი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და საზოგადოებაში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.