თბილისის საკრებულოში ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოში ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. მან იმედი გამოთქვა, რომ დანაშაულს შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ. საკრებულოს წევრებს მარიკა დათუკიშვილმა სთხოვა, ხადას ხეობაში მოკლულების ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავეს.