თბილისის საკრებულოში ფოტოალბომის ,,ტფილისი-თბილისი” პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში ფოტოალბომის ,,ტფილისი-თბილისი” პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს მთავარ დარბაზში საქართველოში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერის, დალი უბილავა-დე გრააფის ერთობლივი ფოტოალბომის ,,ტფილისი- თბილისი” პრეზენტაცია გაიმართა.

,,ტფილისი-თბილისი” არის ფოტო ალბომი, რომელიც ძველ თბილისში გამოგზაურებთ და თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ერთმანეთთან შედარების საშუალებას მოგცემთ.

თბილისის ფოტოამბის თანაავტორი ორელიენ ვილეტი გამოცდილი ფოტოგრაფია, რომელმაც უკვე 40-მდე ქვეყანა მოინახულა და მათი ისტორია გადაიღო. მისი თქმით, ფოტალბომზე „ტფილისი-თბილისი” მუშაობისას, უნდოდა წარმოეჩინა როგორც ის ადგილები, რომლებიც აღარ არსებობს, ისე ის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც თითქმის აღარ არსებობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს არტპროდიუსერმა, დალი უბილავამ განუცხადა, ეს არის უნიკალური ფოტოალბომი თბილისის ისტორია ფოტოამბავით გადმოცემული.

,,ეს არის უნიკალური ფოტოალბომი, ფოტოამბავით გადმოცემული თბილისის ისტორია თბილისში მდებარე არქიტექტურულად საინტერესო შენობების იმპერიალების და ექსტერიალების მეშვეობით. ეს არის უამრავჯერ ნანახი უამრავი ადგილის სრულიად ახლებურად დანახვა და გადმოცემა. წიგნზე მუშაობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა”, – განაცხადა არტპროდიუსერმა, დალი უბილავამ.

მისი თქმით, მათი ფონდის მთავარი მიზანი არის ხელოვნებისა და კულტურის პროექტების ორგანიზება.

,,2017 წელს ჩვენმა ფონდმა ჰოლანდიის ქალაქ ლეირესში მოაწყო 22 ათასი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის გამოფენა. სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიე ვილეტი, მაშინ ორელიე ვილეტი დამიკავშირდა და დაინტერესდა, ქართული საზოგადოებისთვის, რამდენად საინტერესო იქნებოდა მის მიერ გადაღებული აფხაზეთის ფოტოსესია. ამ შეთავაზებაზე, რა თქმა უნდა დავთანხმდი. პარალელურად ორელიემ შემომთავაზა ამ წიგნის იდეა და თბილისზე ფოტოსესიების ჩატარება, შემდეგ კი, ფოტოსესიების ერთ წიგნად შეკვრა. მაშინ შევცბი, რადგან როგორც არტპროდუსერს წიგნის პროექტზე მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ისეთი მაგარი და გამოცდილი ფოტოხელოვანია ორელიე ვილენტი, რომ მას მივენდე და დავიწყეთ ფოტოსესიები დაახლოებით ორი წელი მოვანდომეთ პროექტზე მუშაობას”- განაცხადა არტპროდიუსერმა, დალი უბილავამ.