თბილისის საკრებულოში „ეთნოფესტი 2022“-ის პროგრამა წარადგინეს
თბილისის საკრებულოში „ეთნოფესტი 2022“-ის პროგრამა წარადგინეს

თბილისის საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეოთხე საერთაშორისო სამიტის – „ეთნოფესტი 2022“-ის პროგრამა წარადგინეს და ისაუბრეს მასში მონაწილეობის პირობებზე.

ორგანიზატორების ცნობით, წლევანდელი სამიტი ექვს ღონისძიებას აერთიანებს. მხატვრული რეწვისა და დიზაინის ექსპო, რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო კონფერენცია, საჯარო ლექციების სერია, კონკურსი „საუკეთესო სტენდი“, პროფესიული ვორქშოფები მხატვრული რეწვის ოსტატებისთვის და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსულტაციები. წელს „ეთნოფესტი 2022“ „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში – 14, 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება.

ეთნოფესტი“ 2016 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაარსდა და მას შემდეგ ბიენალეს პრინციპით ოპერირებს. მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი“ სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს აერთიანებს.

დატოვე კომენტარი