თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტური კომისიის ინიციატივით დაიგეგმა. საიუბილეო საღამო გია ყანჩელის მელოდიით გაიხსნა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კომპოზიტორის ხსოვნას. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.

საიუბილეო საღამოზე ანსამბლ „რუსთავს“, მის დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილსა და ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს მადლობის სიგელები გადასცეს. ღონისძიებაზე „რუსთავის“ წევრებმა მათი რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი შეასრულეს.

ანსამბლი რუსთავი 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დაარსა, რომელიც თავიდან მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს, მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა. დაარსებიდან დღემდე ანსამბლს 80-მდე ქვეყანაში 7 000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები შედის.