თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გახდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გახდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის ერთ-ერთ მოადგილედ საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა დაინიშნა.

დადგენილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. საკრებულოს ერთ-ერთი თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა.

ირაკლი ზარქუას შემცვლელად და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ კი ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია დაინიშნოს. გრიგოლიას შემცვლელად კი საკრებულოს წევრი ნინო ლაცაბიძე აირჩიეს.

დატოვე კომენტარი