თბილისის საკრებულოს სახელდების კომისია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ​მემორიალის განთავსების ინიციატივით გამოდის
თბილისის საკრებულოს სახელდების კომისია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ​მემორიალის განთავსების ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გაჟღერდება ინიციატივა თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, ღონისძიება გაერო-ს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში აღინიშნება და მას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება თბილისის საკრებულოში 12:00 საათზე დაიწყება.