თბილისის საკრებულოს რამდენიმე კომისიის გაერთიანებული სხდომა ლევან ხაბეიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური იყო.
საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედა ეთქვა, რომ ძალადობა ცუდია, რაც სამწუხაროა.
„ნამდვილად არ მიხარია ამ გარემოში ჯდომა, თბილისელების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თქვენს გამოც ვწუხვარ. იმის გამბედაობა ვერ გამოჩინეს ეთქვათ, რომ მუშტიკრივით საქმე არ მოგვარდება და ძალადობა ცუდია. კამათის გარდა ყველაფერი ხდება და საქმე ფიზიკურ ძალდობამდე მიდის. თქვენი ვალდებულებაა, თბილისელების სიკეთეზე ზრუნავდეთ. სკამების ტენდერი შეწყვიტა ოპოზიციის გამო“ ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა: „მაღალი ანაზღაურება გაქვთ და ამ დროს თქვენს ოთახში მოფუსფუსე დამლაგებლებს რვა ლარს უხდიდეთ, სწორი არ არის, უნძიმესი ფაქტია“.
ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი დოხტურიშვილმა უპასუხა.
„დამლაგებლების ხელფასზე რომ საუბრობთ, 2014 წელს, ივნისის თვეში 7 200 ლარს იღებდით. დანამატს რომ იღებდი 2 600 ლარს, პრემიას – 1 800 ლარს, ეს თბილისელების ფული იყო. ხელფასი მაშინ დამლაგებელს რამდენი ჰქონდა?“ ,- მიმართა გიორგი დოხტურიშვილმა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.