თბილისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს
თბილისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

თბილისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. ნინო რუხაძე დავით უჯმაჯურიძის ადგილს დაიკავებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

აღნიშნულ საკითხს მხარი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

როგორც საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რუხაძე საჯარო სექტორში მუშაობს და ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში.

მათივე თქმით, ის არის სამართლის დოქტორი და კარგად ერკვევა ეკონომიკურ საკითხებში.

დავით უჯმაჯურიძე გარდა საკრებულოს წევრისა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებდა, აღნიშნული თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტური რჩება.

დატოვე კომენტარი