თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის და ურბანული სამსახურების ხელმძღვანელები დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის და ურბანული სამსახურების ხელმძღვანელები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის და ურბანული სამსახურების ხელმძღვანელები დაამტკიცა.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

გიგა გიგაშვილის, ირაკლი გვილავასა და რუსუდან მირკიზაშვილის კანდიდატურებს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა. მანამდე, კანდიდატებმა საკუთარი გეგმები და პრიორიტეტები წარადგინეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

თბილისის მერის მიერ დასახელებულ კანდიდატებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

საკრებულოს უმცირესობამ ყურადღება გარემოს დაცვის მიმართულებაზე გაამახვილა. მათ ახალ ხელმძღვანელს აუდიტის დასკვანზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, მერიამ 2015-2016 წლებში გამწვანების კუთხით თანხები არაეფექტურად დახარჯა. ასევე, მათ აინტერესებდათ, რატომ შეიცვალა ურბანული სამსახურის ხელმძღვანელობის რამდენიმე დღის წინ დასახელებული კანდიდატი.

ვახტანგ ჯოხაძის რუსუდან მირკიზაშვილით ჩანაცვლებას ისინი „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირებენ, უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ჯოხაძემ თანამდებობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 თებერვალს ურბანული სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ჯოხაძე წარადგინა.

დატოვე კომენტარი