თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას სესხის აღებაზე თანხმობა მისცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას სესხის აღებაზე თანხმობა მისცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას სესხის აღებაზე თანხმობა მისცა. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერი გადაირიცხება, მერია დროის დაზოგვის მიზნით, საკრედიტო ხაზის მეშვეობით დაიწყებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. საუბარია 62 მილიონი ლარის საკრედიტო ხაზზე, რომელსაც ბიუჯეტიდან ტრანსფერით გაისტუმრებენ.

„საკრებულომ საკრედიტო ხაზის გახსნაზე თანხმობა განაცხადა. ეს სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე შევძლებთ, დავიწყოთ ბანკებთან პირობების გამოკითხვა, ვისაც უკეთესი პირობა ექნება, საკრედიტო ხაზს მასთან გავხსნით და უახლოეს პერიოდში მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები დაიწყება, შემდეგ კი, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. 2019 წელი ამ კუთხით განსაკუთრებული იქნება. თბილისის ბიუჯეტი არასდროს ყოფილა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან ორ-სამ თვეში ჩაირიცხება სპეციალური ტრანსფერი, რომლის მოცულობა 105 მილიონი ლარია.