თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

14:08, 13.06.2019

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს, – ამის შესახებ ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი“, – ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.

მსგავსი