თბილისის საკრებულო - გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ დავით მაჭავარიანი ქუთაისის აეროპორტში ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს
თბილისის საკრებულო - გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ დავით მაჭავარიანი ქუთაისის აეროპორტში ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს

დედაქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ფიგურანტი თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა, რაც გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს.

„გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს“, – აღნიშნულია თბილისის საკრებულოს განცხადებაში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი