თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებსა და მიწათსარგებლობის გენგეგმის დამტკიცებაზე იმსჯელებს
თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებსა და მიწათსარგებლობის გენგეგმის დამტკიცებაზე იმსჯელებს

თბილისის საკრებულო დღეს სხდომას გამართავს.

საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება, ასევე „თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანა.

თბილისის საკრებულოს წევრები დღესვე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებაც იმსჯელებენ.

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.