თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი იხსნება [ფოტო]
თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი იხსნება [ფოტო]

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ დღეს მომღერალ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.

ვარსკვლავის გახსნამდე, მანამდე თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი იმართება. მსმენელისთვის დღეს გიო ხუციშვილის მეგობრები – ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი და სხვები იმღერებენ. დღევანდელ კონცერტზე მომღერლის რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შესრულდება.

გიო ხუციშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარსკვლავი მხოლოდ მას
კი არა, მთელ მის თაობას ეკუთვნის.

მომღერალმა მსმენელს მადლობა გადაუხადა.