თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელებს მასპინძლობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელებს მასპინძლობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელებს მასპინძლობს.

20-მდე ქვეყნის 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლები სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს ორი დღის განმავლობაში გამართავენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლები შეხვედრას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში მართავენ.

სემინარზე სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებზე, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებზე იმსჯელებენ, ამასთან ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დოქტორანტურაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებსა და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.