თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

15:31, 18.10.2018

ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნე, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი გულბათ ტორაძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გულბათ ტორაძე წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენისა და „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი არა ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევისა და წიგნის ავტორია.

მსგავსი