თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარები:

1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა, რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში);
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი)
7) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

„ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების შვილები და გსმ სტატუსის მქონე ბენეფიციარები არ გაივლიან რეგისტრაციას ვებგვერდზე. ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]

რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ იმავე გვერდზე, სადაც შეავსეთ მონაცემები.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლის ბავშვი, თუ ის უკვე ჩარიცხულია თბილისის რომელიმე სხვა საჯარო ბაღში. ბაღის შეცვლისთვის, ამჟამინდელი რეგისტრაციის ბაღს მოსთხოვეთ რეგისტრაციის გაუქმება და მხოლოდ შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია სასურველ ბაღში“, – აღნიშნულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.