თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პროცესის დაწყებამდე, საჭიროა დოკუმენტაციის ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში წარდგენა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ზოგადად  ელექტრონულად ხდება. რეგისტრაცია ორ ეტაპად იმართება, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.

ამასთან, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ ხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი, ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელია ყველა სხვა აპლიკანტისთვის, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.