თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ცნობილია
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ცნობილია

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა ცნობილია. ფესტივალი, რომელიც წელს მეთერთმეტედ იმართება, 23 სექტემბერს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება.

საერთაშორისო პროგრამას ცნობილი მოცეკვავეების, ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტი გახსნის ბრიტანეთიდან. სპექტაკლი „ასთერთმეტი“, როგორც ბრიტანული პრესა წერდა, „ვიზუალურად გასაოცარი და შთამბეჭდავია… “

საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამაშია თეატრალური დასების წარმოდგენები ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, უეინ მაკგრეგორის ცეკვის სტუდიის გამოსვლა ბრიტანეთიდან. ფესტივალზე კვლავ იქნება წარმოდგენილი თანამედროვეობის ცნობილი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის დადგმა – ამჯერად ლიტვის ნაციონალური თეატრისა და ავინიონის ფესტივალის ერთობლივი სპექტაკლი „ტარტიუფი“.

თბილისის საერთშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ქართული სპექტაკლების პროგრამა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა.