თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, წელს ფესტივალს სამი ახალი მიმართულება დაემატება.

„ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კოპროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში ქართულ სპექტაკლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის, გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის და ბელარუსის დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.