თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა

დღეს თბილისის ყინულის არენაზე, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა.

შეჯიბრება სტარტს ხვალიდან, 6 თებერვლიდან აიღებს, დაჯილდოების ცერემონია კი 10 თებერვალს გაიმართება. 11 თებერვლიდან, პირველობისთვის ერთმანეთს ჭაბუკთა გუნდები დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისში ზამთრის სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე ევროპის ექვსი საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრებია ჩამოსული.

„ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში ყველა სპორტულ შეჯიბრზე დასწრება უფასოა.