თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე" რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე" რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო „პრომეთეს” რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადასცემს. კინოფესტივალი მაყურებელს რეჟისორის  პირველ ფილმს, „ალავერდობას” უჩვენებს.

ალავერდობა” მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადაღებული ფილმია, რომელიც გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი. ეს არის ფილმი-ამბოხი, რომლის ახალგაზრდა გმირი დამახინჯებულ ტრადიციებს უპირისპირდება.

გიორგი შენგელაია 60-იანი წლების ქართული კინოს გამორჩეული ფიგურაა. მისი ფილმოგრაფია 12 მხატვრულ ნამუშევარს ითვლის: „ალავერდობა” (1962), „ჯილდო” (1965), „მაცი ხვიტია” (1966),„ფიროსმანი”(1969), „ვერის უბნის მელოდიები” (1973), „ქვიშანი დარჩებიან” (1976), „სიყვარული ყველას უნდა” (1980), „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (1984), „ხარება და გოგია” (1987)„ორფეოსის სიკვდილი” (1996),„სიყვარული ვენახში” (2000),„მიდიოდა მატარებელი” (2005).