თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 90-წამიანი ფილმების კონკურს „დეფიქთის“ გამარჯვებული ნატა სოფრომაძის ფილმი „მთის სიმღერა“ გახდა

18:11, 12.12.2021

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 90-წამიანი ფილმების კონკურსი „დეფიქთ“ გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული ნატა სოფრომაძის ფილმი „მთის სიმღერა“ გახდა. ფილმი ბრისტოლის კინოფესტივალზე წარდგება.

კონკურსის მიზანი იყო ახალბედა რეჟისორების აღმოჩენა, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან.

ჟიურის წევრებს შორის იყო საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების გაერთიანების მთავარი პროდიუსერი გოჩა ჟორჟოლიანი.

კინოჩვენებაზე სულ 42 მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინეს. კინოფესტივალი ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი