თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი რამდენიმე საათით გადაიდო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი რამდენიმე საათით გადაიდო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი რეისი რამდენიმე საათით გადაიდო.

როგორც პირველ არხს მგზავრებმა აცნობეს, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ ნისლის გამო სტამბოლიდან „თურქიშ ეარლაინსის“ რეისი ვერ ჩამოფრინდა.

პირველი არხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დაუკავშირდა. როგორც აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, ნისლის გამო ფრენები არ გადადებულა.

მათივე თქმით, მცირე შეფერხება ჰქონდა ავიაკომპანიას სტამბოლის აეროპორტში და რეისი, თბილისის დროით 12:00 საათზე შესრულდება.