თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლი დროებით შეფერხებული იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლი დროებით შეფერხებული იყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლი დღეს დროებით შეფერხებული იყო.

პრობლემა მოფრენის ტერმინალში შეიქმნა. შესაბამისად, დედაქალაქში ჩამოსული რამდენიმე ავიარეისის მგზავრები საზღვრის კვეთას ვერ ახერხებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრობლემა ტექნიკური ხარვეზის გამო შეიქმნა, რომელიც უკვე აღმოფხვრილია და სასაზღვრო კონტროლი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.