თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საეჭვო ჩანთის გამო, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული

23:54, 11.04.2018

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საეჭვო ჩანთის გამო, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე იპოვეს საეჭვო ჩანთა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, ჩანთა ერთ-ერთი ტურისტის საკუთრება აღმოჩნდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტი ამოწურულია და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

მსგავსი