თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლის გამო, დღეს დილით სამი ავიარეისი ვერ შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლის გამო, დღეს დილით სამი ავიარეისი ვერ შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლის გამო, დღეს დილით სამი ავიარეისი ვერ შესრულდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის აეროპორტში განუცხადეს, ერევანში დროებით დაჯდა „ლუფთჰანზას“ რეისი, რომელიც მიუნხენიდან მოფრინავდა, ხოლო მოგვიანებით მიუნხენში მიბრუნდა და თბილისში გამოფრინდა.

რაც შეეხება თურქეთის ავიახაზების რეისს სტამბოლიდან, თვითმფრინავი ერზრუმში დაჯდა. მოგვიანებით, აღნიშნული რეისი გაუქმდა.

ამასთან, რამდენიმე საათით გადაიდო და მოგვიანებით შესრულდა თბილისი-დუბაის რეისიც.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ამ დროისთვის აეროპორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს.