თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემის – CUPPS-ის უახლესი ვერსია დაინერგა.

„ტავ ჯორჯიის“ ინფორმაციით, IATA-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე სისტემა სხვადასხვა სერვისის ერთობლიობას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს როგორც მგზავრთა, ასევე ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„თითოეული ავიაკომპანია მგზავრთა სარეგისტრაციო/ჩასხდომის ინდივიდუალურ სისტემას (DCS) იყენებს, CUPPS-ის დანერგვის შედეგად კი შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ავიაკომპანიამ გამოიყენოს ერთი და იგივე მოწყობილობა და სივრცე როგორც მგზავრთა სარეგისტრაციო დახლებზე (Check-in), ისე გასასვლელებში (Gate).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში CUPPS-ის პლატფორმა 2021 წელს დაინერგა და რამდენჯერმე განახლდა. სისტემის უახლესი, თანამედროვე ვერსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მოქმედებს“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.