თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული.

ევაკუაციის გამოცხადება აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში მიტოვებული ჩანთის აღმოჩენას მოჰყვა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დათვალიერების შედეგად, ადგილზე საეჭვო ნივთი არ აღმოჩნდა და აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით, მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადეს შსს-ში.