თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსული ავიარეისის ჩამოფრენას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მანამდე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოუწოდა აეროპორტის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტის გამოხატვისას დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.