თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს და ფრენები გეგმის მიხედვით ხორციელდება – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

უამინდობის გამო შეფერხების შემდეგ, ​აეროპორტმა უკვე მიიღო თვითმფრინავები დუბაიდან და სტამბოლიდან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან რეისებს ბაქოდან, კიევიდან და თელ-ავივიდან.

ამასთანავე, თბილისის აეროპორტიდან უკვე განხორციელდა ფრენა ლონდონის მიმართულებით.

ძლიერი ნისლის გამო, დღეს შეფერხება იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – გაუქმდა ორი რეისი დუბაი-თბილისი და თეირანი-თბილისი. ასევე, გადამისამართდა ხუთი რეისი, მათ შორის ერევნიდან, მოსკოვიდან და კიევიდან. კიევი-თბილისი და მოსკოვი-თბილისი თავდაპირველად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა, მოგვიანებით კი, ისინი კვლავ თბილისში დაფრინდა. უკან გაბრუნდა ერევანი-თბილისის რეისიც, თუმცა მოგვიანებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა შეძლო.