თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატის მფლობელია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატის მფლობელია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატის მფლობელია.

ინფორმაციას ავიაკომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

„აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერტიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ყველა მგზავრისთვის, რაც შეესაბამება რეკომენდებულ ჯანდაცვის ზომებს, რომლებიც დადგენილია ACI-ს საავიაციო ბიზნესის აღდგენისა და განახლების სახელმძღვანელო პრინციპებში და ICAO-ს რეკომენდაციებში, დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.