თბილისის საბავშვო-ბაღებს 13 დეკემბრიდან საახალწლო ტკბილეულით მოამარაგებენ
თბილისის საბავშვო-ბაღებს 13 დეკემბრიდან საახალწლო ტკბილეულით მოამარაგებენ

თბილისის საბავშვო-ბაღებს საახალწლო ტკბილეულით 13 დეკემბრიდან მოამარაგებენ,- ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურება ტენდერის გზით უკვე შესყიდულია.

ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, თუმცა, სააგენტოს ცნობით, მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით, გამარჯვებულად ერთი კომპანია გამოვლინდა.

60 565 აღსაზრდელისთვის გათვლილი საახალწლო ნობათი თბილისის ბიუჯეტს 414 879,25 ლარი უჯდება.

საბავშვო ბაღებში საჩუქრების შეტანა 13 დეკემბრიდან დაიწყება.