თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გაგრძელდება

11:17, 04.11.2020

თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება  გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველვყოთ კვების საკითხი, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით. მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკვები რაციონი წაეღოთ სახლებში. პროდუქტებით უზრუნველყოფა რომ გავაკეთოთ, ისე როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა“, – განაცხადა კალაძემ.

ხვალიდან საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში ბაგა-ბაღებში სწავლა განახლდა, თუმცა ძალიან მალე 40-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა.

მსგავსი