თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა.

ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებად ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც  „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

როგორც ივანიშვილის ადვოკატი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, გიორგი ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

პროცესზე განცხადება გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილმა და აღნიშნა რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.