თბილისის რვა უბანს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა უბანს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალა – კორპუსი № 23-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის I მიკრო რაიონის, № 19ა-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან, ეტაპობრივად.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირი № 68-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან. 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის V მიკრო რაიონის, № 28-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 12:00 საათიდან.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩა № 14, ნატო ვაჩნაძის ქუჩა № 3, № 3/10, № 5, № 5/12, პუშკინის ქუჩა № 6, № 6/14-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან.

12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, გლდანულას დასახლების № 10-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

1:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში, ხეხილსანერგე ტერიტორიაზე ნიკოლოზ აგიაშვილის, ივერთუბნის, გურამ გაბისკირიას, ალავერდის, რაულ ეშბას, ბარაკონის, ვანო კორანაულისა და მახათას III შესახვევში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ს განცხადებაში.