თბილისის რვა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:11, 23.07.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ქინძმარაულისა და ოცხელის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

დიდგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია სოფელი ტაბახემელას, წავკისის, შინდისისა და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებზე.

გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.

დიდუბის რაიონში, უზნაძისა და უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ბოცვაძის, გაბაშვილის, 8 მარტის, ბარნოვისა და გურიის ქუჩების აბონენტებზე.

საბურთალოს რაიონი მოსახლეობას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება. საუბარია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ფერცულიანისა და ბერიტაშილის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის, იორის, უჯარმის, დოლაბაურის, კაჭარავას, გელოვანისა და ფორაქიშვილის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილისა და ფირდოუსის ქუჩებზე. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ხეივნის, გულუასა და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი