თბილისის რვა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რვა რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, ნაკადულის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის (ნაწილობრივ), თაკვერის, ჩხავერისა და საფერავის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება კახეთის გზატკეცილს, რევაზ მამისაშვილის, ლორთქიფანიძის, ნაკადულის (ნაწილობრივ), ქინძმარაულისა (ნაწილობრივ) და ანდრია დადიანის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბეჟანიშვილის, შერვაშიძის, ჟორდანიასა და ხუდადოვის (ნაწილობრივ) ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძისა და გამყრელიძის ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონში, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

დიდუბის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე, ცაბაძისა და სანაპიროს ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ვერცხლის, ერეკლე მეორის, ალექსანდრე დიუმას, შოთა ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ივერიის, შავთელის, თუმანიანის, ლეონიძის, სანაპიროს, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ავლევის, ყავლაშვილის, აკოფიანის, გორგასლის, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის, ათონელის, ვახტანგ ბერიძის, ტყავის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ფურცელაძის, ვეკუას, ორბელიანის, პუშკინის, ეფრემ მცირესა და შარდენის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტისა და დელისის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

გლდანის რაიონში, გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლისა და ლეჟავას ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.