თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გმირთა მოედნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ბენდელიანის, კოსტავას, სანაპიროს (ნაწილობრივ), საბურთალოს, ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, კარტოზიას, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტისა და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებზე. ასევე, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირისა (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, ვერეს აღმართის, ელბაქიძის აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილისა და სანაპიროს ქუჩებს. ასევე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის, აბაშიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში, კოტე აფხაზის, ერეკლე მეორეს, შარდენის, სიონის, თუმანიანის, რკინის რიგისა და შოთა ნიშნიანიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხებათ. საუბარია თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, აბასთუმნის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზაზიშვილის, გროზნოს, მამრაძის (ნაწილობრივ), დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიასა და 9 ძმის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის აბონენტებზე.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

გლდანის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის VIII მიკრორაიონსა და ხიზანიშვილის ქუჩაზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.