თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 26 ივნისს დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩაზე.

გლდანის რაიონში, ლიბანისა და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ასევე შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხევძმარისა და გობრონიძის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, ვასო გოძიაშვილისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებზე. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიასა და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება დიდი დიღმის I მიკრორაიონში, ფარნავაზის გამზირზე, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნისა და როსტევანის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, დელისის I ქუჩის, დელისის, აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზაქარიაძის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება ზემო ვეძისის დასახლებაში, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ინტენსიფიკაციის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩებზე. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დენი შეწყდება დიდი დიღმის III მიკრორაიონში. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება დელისის III ქუჩისა და გაზაფხულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ქვლივიძის, არაგვისპირელისა და ემილ ვერჰარნის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პურის მოედნის, კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, გორგასლის, შავნაბადის, ლეონიძის, გუდიაშვილის, ამაღლების, თაბუკაშვილის, ბეთლემის, საადის, საიათნოვას, შუშინის, მირზაშაფის, ბოტანიკის, ახუნდოვის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს, ტყავის, კოტე აფხაზის, გომის, ჯვარედინის, ხანძთელის, თუმანიანი, თონეთის, აბო თბილელის, ერეკლე მეორის, სიონის, ასკანის, იერუსალიმის, ეფრემ მცირეს, გრიშაშვილის, შარდენის, ინგოროყვას, სულხან-საბას, 9 აპრილის, წავკისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლერმონტოვის, შინდისის, იაშვილის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, შხეფის, სავანელის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, პუშკინის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ქიქოძის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, სულთნიშნის, ასათიანის, გულიას, მტკვრის, ვეკუას, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, აბესაძის, ათონელის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, ტელეგრაფის, სულხანიშვილის, ხიდის, კომკავშირის, კრავეიშვილის, შალვა დადიანის, კალანდაძის, მთაწმინდის, ოქროყანის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, არსენას, აჯიაშვილის, გრიბოედოვის, ფირდოუსის, ზდანევიჩების, ვერცხლის, ავლევის, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ზიჩის, აბესაძისა და ახოსპირელის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება გორგასლის ქუჩას. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ამაღლების, ბოლო აღმართის, წავკისისა და ოქროყანის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ ბეთლემის აღმართის, ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაზისუბნის დასახლების, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, კაკაბეთისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

დიდგორის რაიონში, დაბა კიკეთში, კოჯორში, დიდების, ბეთანიის, კვესეთის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეეზღუდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.