თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აფაქიძის, ალექსიძის, კვერნაძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძისა და ახალშენის ქუჩებზე.

ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის აბონენტებზეც.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაზბეგის გამზირზე (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის I შესახვევში, პეტრე ქავთარაძის, ნადირაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18: საათამდე შეწყდება.

სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, ვაჟა ბანეთიშვილის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, მერაბ კოსტავას, ფიროსმანის, ახვლედიანის, აბზიანიძის, პეტრიწისა და ამირანაშვილის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სადგურის, ვაგზლის, ნიშნიანიძის, გორგასლისა (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გორგასლის ქუჩის აბონენტებს ელექტროენერგია 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ.

მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. საუბარია კოჯრის ახალი გზატკეცილისა და მარო მაყაშვილის ჩიხის მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება რესპუბლიკის მოედანს.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონებისა და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირზე (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩებზე.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.