თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
დიდგორის რაიონში ელექტროენერგია 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დაბა კოჯრის და სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე.
სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 17:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ გარდაბნის გზატკეცილის, მელითონეთა ქვემო დასახლების, მეტალურგის ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, რევაზ კვირიკაშვილის, ქუთათელის, სერგო მელიას და ქინძმარაულის ქუჩებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ჟღენტის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩასაც.

მთაწმინდის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გიგა ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, ქიქოძის და მაჩაბელის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში, ელექტროენერგია, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება დიდი ხეივნის, სირაძის და წითლანაძის ქუჩებზე. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირს.

გლდანის რაიონის აბონენტებს, ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია გლდანის მასივის III, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ხიზანიშილის და ვეკუას ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში, ფეიქართა ქუჩაზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ზაქარაიას, თიგიშვილის, ნოსტეს, კაჭრეთის, ურიდიას და კახიანის ქუჩებს.