თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე პირდაპირ ეთერში აიცრა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე პირდაპირ ეთერში აიცრა

ასტრაზენეკას” წარმოების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე პირდაპირ ეთერში აიცრა.

პროტოკოლის გათვალისწინებით, ის ნახევარი საათის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, მას უკუჩვენება არ გამოუვლინდა.

იქედან გამომდინარე, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება, გოფოძე რვა კვირის გასვლის შემდეგ რევაქცინაციას ჩაიტარებს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დილის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის 30 მედიკოსია დარეგისტრირებული. თუმცა, საავადმყოფო მზად არის დამატებითი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს.

საავადმყოფოს 43 200 ვაქცინიდან ამ ეტაპზე 600 დოზა გადაეცა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში გამოიყენებს.

პირველ ეტაპზე მედიკოსები უნდა აიცრან, მათ შორის უპირველესია ის კატეგორია, რომელთაც ამ ეტაპზე „კოვიდ-19“ არ გადაუტანიათ.