თბილისის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი აბონენტების ქსელზე დაერთების მიზნით, თბილისის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ავჭალა 2-ის ტერიტორიაზე – გურიის, გურამიშვილის, ჯავახეთის, დუმბაძის, დიდგორის, შალვა ახალციხელის, სვანეთის, ერეკლე II-ის, სოფიკო ჭიაურელის, სპარტაკ ბაღაშვილის, ელ. მებაღეობის, ე.წ. პლასტმასის დაჩების, 26 კომისრების სახელობისა და ლიბანის მებაღეობის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

11:30 საათიდან გაზმომარაგება ასევე შეუწყდება საბურთალოზე, იმედაშვილის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:30 საათიდან და დასრულდება 15:00 საათამდე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, სამტრედიის ქუჩა №6კ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.

23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კ.შევარდენიძის, გ.კარტოზიას, ყაზბეგის გამზირის №18, 20, 25-ში მდებარე შპს „მ2-ყაზბეგზე“-ს, ზაქარიაძის, ასათიანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის №37, 39, ვაჟა-ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, შ.ნუცუბიძეს №2-დან №50 ნომრების ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისს, დელისის №3-ში შპს „ჯი სი დი ჯგუფის“, ასევე თამარაშვილის ქ. №13-ში მ2-ის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების, ზემო ვეძისის, ვ.ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ავერსის კლინიკას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 4 აპრილს, დილის 09:00 საათიდან და დასრულდება 16:00 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.