თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

07:52, 23.01.2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეხებათ შეზღუდვა.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 13:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

ასევე, კრწანისისა და დიდგორის რაიონების მოსახლეობას 11:00-დან 15:00 საათამდე შეეხება შეზღუდვა.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი