თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, წმ.ბარბარეს უბანში – ლითონკონსტრუქციების მე-6 დასახლებაში მდებარე №178, №179, №180, №181 კოტეჯების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 12:00 საათიდან და დასრულდება 13:00 საათამდე.

10 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, არტურ ლაისტის ქუჩა №3-ში მდებარე “ორთაჭალის ტურფა”-ს კომპლექსის მოსახლეობის ნაწილს. მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 13:30 საათიდან და დასრულდება 14:00 საათამდე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, თევდორე მღვდლის ქუჩა №18-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 14:40 საათიდან და დასრულდება 15:00 საათამდე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, პაოლო იაშვილის ქუჩა №16, №18 და №20-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება სრულად აღდგება 16:00 საათამდე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №70-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათამდე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციაში.